ავტობუსის ზოლები

კალაძე: ავტობუსის ზოლებზე და ველობილიკებზე კამერების დასამონტაჟებლად ტენდერი გამოცხადდება

city.kvira.ge

"საავტობუსო ზოლებზე და ველობილიკებზე უსაფრთხოების კამერების დასამონტაჟებლად, ტენდერი გამოცხადდება," - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. კალაძის თქმით, ამ მიმართულებით, ოთხი მილიონი ლარი დაიხარჯება და „ჭკვიანი კამერები“ ქალაქის ასეულობით წერტილში დამონტაჟდება, რომელიც დარღვევების დაფიქსირებასა და შესაბამისი სანქციების გამოწერას უზრუნველყოფს.

„მოძრაობის უსაფრთხოების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებისა და ველობილიკებზე მოქალაქეთა უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად, საავტობუსო ზოლებზე და ველობილიკებზე უსაფრთხოების კამერების დაყენების მიზნით, ტენდერს ვაცხადებთ. ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების დროს ვცდილობთ, ევროპული სტანდარტი დავნერგოთ, რადგან წინააღმდეგგ შემთხვევაში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა მხოლოდ ახალი ავტობუსების შეძენით ვერ მოგვარდება. ქალაქში საცობების თვალსაზრისით, სერიოზული პრობლემაა. სწორედ ასეთი პროექტებითაა შესაძლებელი, არსებული პრობლემა მოგვარდეს“, - თქვა კალაძემ.

კომენტარები