სუიციდის მცდელობა

პროკურატურასთან მამაკაცმა თავის დაწვა სცადა

საქართველოს პროკურატურა
facebook.com/OfficialPOG

თბილისში, მთავარ პროკურატურასთან მამაკაცმა თავის დაწვა სცადა, მან ბენზინი გადაისხა.

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, ამ დროისათვის მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება, ის სამართალდამცველების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა აღნიშნული ინციდენტის მიზეზი.

უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები