ისრაელი

არჩევნების შედეგებით სავარაუდოა, რომ ისრაელის პრემიერმინისტრი მე-5 ვადით ნეთანიაჰუ გახდება

EPA

ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება კვლავ პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია ლიკუდმა მოიპოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ სამთავრობო კოალიციის შექმნის შემდეგ დიდი ალბათობით ნეთანიაჰუ პრემიერმინისტრის პოსტს მეხუთე ვადით დაიკავებს.

ნეთანიაჰუს ლიკუდის პარტიამ და მათმა მთავარმა ოპონენტმა კოალიციამ "ლურჯი და თეთრი" რომელსაც ყოფილი თავდაცვის მინისტრი ბენი განცი მეთაურობს 35-35 ადგილის მოპოვება შეძლეს, თუმცა ნეთანიაჰუს მოკავშირე პარტიებმა უფრო მეტი ხმა მიიღეს ვიდრე განცის, რის გამოც მოსალოდნელია, რომ ლიკუდის პარტია მემარჯვენე კოალიციას შექმნის. მათ და მოკავშირე პარტიებს 120 ადგილიან ქნესეთში 65 ადგილი ექნებათ.

"ეს იქნება მემარჯვენე მთავრობა, მაგრამ მე ყველას პრემიერმინისტრი ვიქნები. მოხარული ვარ რომ ისრაელის ხალხმა ნდობა მეხუთედ გამომიცხადა და ამასთან, კიდევ უფრო დიდი ნდობა, ვიდრე წინა არჩევნებში." უთხრა ნეთანიაჰუმ მხარდამჭერებს.

2015 წლის არჩევნებზე ლიკუდმა ქნესეთში 30 ადგილი მოიპოვა.

იმ შემთხვევაში, თუ ნეთანიაჰუ თანამდებობას მეხუთე ვადით დაიკავებს ისრაელის ეს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ვადა იქნებათ, რომლითაც ერთმა პიროვნებამ პრემიერმინისტრის პოსტზე იმსახურა.

კომენტარები