ძარცვა

ალბანეთის აეროპორტში შეიარაღებულმა მძარცველებმა თვითმფრინავიდან €2.5 მლნ. მოიპარეს

AP

ალბანეთის დედაქალაქ ტირანას დედა ტერეზას სახელობის აეროპორტში შეიარაღებულმა პირებმა თვითმფრინავიდან 2.5 მილიონ ევროზე მეტი მოიპარეს.

ავსტრიის ავიახაზების თვითმფრინავს ალბანეთში მდებარე უცხოური ბანკების მყარი ვალუტა ვენაში გადაჰქონდა, რადგან ალბანეთის ცენტრალური ბანკი მსგავს დეპოზიტებს არ იღებს.

თვითმფრინავს ასაფრენ ბილიკზე გზა შეიარაღებულმა პირებმა გადაუღობეს.

ერთ-ერთი მათგანი პოლიციასთან ორმხრივი სროლისას მოკლეს.

ალბანეთის პოლიციამ 4 პირი დააკავა. დაიკითხა 40-ზე მეტი ადამიანი.

მსგავსი ძარცვის მცდელობა აეროპორტში ბოლოს სამი წლის განმავლობაში ორჯერ მოხდა.

კომენტარები