ქურდობა

შსს: გორში ალტა ოქეის მაღაზიიდან მობილურების მოპარვისთვის ორი არასრულწლოვანი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გორში „ალტა ოქეის" მაღაზიიდან მობილურების მოპარვისთვის ორი არასრულწლოვანი დააკავეს. უწყების ინფორმაციითვე, მოპარული ნივთები თბილისის ლომბარდებში იპოვეს და დაკავებულები დანაშაულს აღიარებენ.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 8 აპრილს კომპანია
„ალტა ოქეის“ გორის ფილიალიდან სხვადასხვა მოდელის 27 მობილური ტელეფონი
მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა - ი.ბ.-მ, თანამზრახველთან ერთად, მიმდინარე წლის 17 მარტს, ამავე მაღაზიიდან სხვადასხვა მოდელის 12 მობილური ტელეფონი მოიპარა.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ასევე, მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები