სკოლა ინდიანაში

ინდიანას სკოლაში ბავშვებს საჭმელი სახლშიც მიაქვთ - ზოგჯერ ეს მათთვის კვების ერთადერთი წყაროა

ინდიანაში, Elkhart-ის სკოლის რაიონში მოსწავლეები სკოლის ლანჩს ბოლომდე თუ ვერ შეჭამენ, დარჩენილ საჭმელს სახლში გაატანენ. 

პროგრამა ჭრის პრობლემას, რომელიც ბევრ ბავშვს აწუხებს. მოსწავლეს შეუძლია, სკოლის კაფეტერიაში ისაუზმოს და ისადილოს მიიღოს, თუმცა ზოგჯერ ეს მათთვის კვების ერთადერთი წყაროა. ეს პროგრამა ბავშვებს საშუალებას აძლევს, რომ საჭმელი სკოლიდან წაიღონ და სახლშიც მიირთვან. 

ამ პროგრამის მიხედვით, ყოველ პარასკევს ბავშვებს გადასცემენ ჩანთებს, სადაც 8 სახის საკვები იქნება. სკოლის დღეებში ნარჩენ საჭმელს გაყინავენ, კვირის ბოლოს კი დაარიგებენ. ამ საქმეში სკოლას Cultivate-ი - ადგილობრივი არაკომერციული ორგანიზაცია ("საჭმლის გადამრჩენი") და სავაჭრო პალატის ლიდერობის აკადემია ეხმარება.

მოსწავლეები შაბათ-კვირას ჭამას შეძლებენ, ხოლო სკოლაში დაბრუნებისას სასწავლებლის საჭმელს მიირთმევენ. Cultivate-ი სკოლას კვირაში სამჯერ სტუმრობს, რათა ნარჩენები არ გაფუჭდეს. 

"ეს დიდ გავლენას იქონიებს, ამით ვამაყობ. გულის გასატეხი იყო იმის გაგება, რომ ბავშვებს შაბათ-კვირას არაფერი აქვთ, რომ ჭამონ," - ამბობს მელისა რემი, სავაჭრო პალატის ლიდერობის აკადემიიდან.

კომენტარები