ევროვიზია 2019

მადონა ევროვიზია 2019-ის ფინალზე იმღერებს

0 კომენტარი
ფოტო: The Malta Independent

მადონა ისრაელში გასამართ ევროვიზია 2019-ის ფინალში იმღერებს. ამის შესახებ BBC წერს. 

მომღერალი 2 სიმღერას შეასრულებს. ერთი სიმღერა მისი ახალი ალბომიდან იქნება. 

ინფორმაცია ამის შესახებ რამდენიმე დღის წინაც გავრცელდა, თუმცა მადონას პრესსამსახურის ცნობით, მაშინ ევროვიზიის ორგანიზატორებთან ხელშეკრულება არ იყო გაფორმებული. 

ევროვიზიის ოფიციალურ წარმომადგენლებს ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ გაუვრცელებიათ.

ადგილობრივი მედია წერდა, რომ მადონას შესრულება ისტორიულთან ერთად ისტერიულიც იქნებოდა.

პოპმუსიკოსი 180 მილიონიანი აუდიტორიის წინაშე 18 მაისს იმღერებს. ევროვიზიის ორგანიზატორებს მადონას გამოსვლა მილიონი დოლარი დაუჯდებათ.

ევროვიზია 2019 თელ-ავივში 16,17 და 18 მაისს ჩატარდება. 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნოე სულაბერიძე

კომენტარები