თბილისის საკრებულო

ვატო შაქარიშვილმა და ჯაბა ჯიშკარიანმა საკრებულოს უმრავლესობა და ქართული ოცნება დატოვეს

თბილისის საკრებულოს დეპუტატებმა, ვატო შაქარიშვილმა და ჯაბა ჯიშკარიანმა საკრებულოს უმრავლესობა და „ქართული ოცნება“ დატოვეს. როგორ შაქარიშვილის ტაბულასთან საუბრისას ამბობს, რომ წასვლის გადაწყვეტილება ქართულ ოცნებასთან ფასეულობით და ღირებულებითი შეუთანხმებლობის გამო მიიღო. შაქარიშვილის თქმით, ქართული ოცნებას მურუსიძის ოცნებების ახდენის ასპარეზი გახდა. 

"ბოლო პერიოდში სახეზე გვაქვს მორალური ფასეულობების გადახედვის უხეში მცდელობა. მოსამართლეების და ზოგადად სამართლიანობის საკითხთან დაკავშირებით, სამართლიანობა ბევრ რამეს მოიცავს. გაუკუღმართება ხდება ფასეულობების და ღირებულებების, ისტორიის გადახედვის მცდელობა არის. იმ ადამიანებს, ვინც წლების განმავლობაში უთანასწორო ბრძოლაში შუეპოვრად იბრძოდა, იმ ადამიანებს უჭკუოს ეძახიან და ნაციონალებად მოიხსენიებენ. მურუსიძე-ჩინჩალაძე სამართლიანობის ეტალონად გამოჰყავთ. ქართული ოცნება აღარ არის ეს, ეს არის მურუსიძის ოცნებების ახდენის ასპარეზი. ამიტომ ეს ასპარეზი უნდა დაირღვეს და შეიქმნას ახალი პოლიტიკური ასპარეზი, სადაც ახალგაზრდა ადამიანების, სხვადასხვა თაობების კონსოლიდაციით შეიქმენბა ისეთი პოლიტიკური ველი, სადაც მედროვე და მოძალადე ადამიანები კი არ ფასდებიან, არამედ პრინციპული, ღირსეული, კონპეტენტური და სამართლიანი ადამიანები. ამის მცდელობას ჩვენ ვხედავთ "დაიცავი საქართველოს" მოძრაობაში და ვუერთდებით ამ მოძრაობას," - ამბობს შაქარიშვილი ტაბულასთან საუბრისას. 

"მიმდინარეობს ზეწოლა საზოგადოებაზე და აზრის მოხვევა, თითქოს ლევან მურუსიძე არის გმირი და ლევან გოგიჩაიშვილისა და ჩვენი თანამოაზრეების გადაწყვეტილება იყო „ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე წყალი. ასეთი დამოკიდებულება ჩვენთვის მიუღებელია“, – თქვა ჯიშკარიანმა.

კომენტარები