თბილისის დაკრებულო

ტყემალაძე: შაქარიშვილის და ჯიშკარიანის უმრავლესობიდან წასვლა მოულოდნელი არ ყოფილა

თბილისის საკრებულო

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე ამბობს, რომ ჯაბა ჯიშკარიანისა და ვატო შაქარიშვილის გადაწყვეტილება უმრავლესობიდან წასვლის შესახებ მოულოდნელი არ ყოფილა. 

„მათი გადაწყვეტილება ჩვენთვის მოულოდნელი არ ყოფილა, ამის შესახებ ინფორმირებული ვიყავით. როგორც მოგეხსენებათ, ისინი თავიანთ მომავალს სხვა ორგანიზაციას უკავშირებენ, თუმცა საკრებულოში რჩებიან და საქმიანობას გააგრძელებენ, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატები,“- თქვა საკრებულოს თავმჯდომარემ.

უმრავლესობა და ქართული ოცნება ჯაბა ჯიშკარიანმა და ვატო შაქარიშვილმა დღეს დატოვეს. შაქარიშვილი მიზეზად, ოცნებასთან ღირებულებით და ფასეულობით უთანხმოებას ასახელებს. ისინი მოძრაობა "დაიცავი საქართველოს" უერთდებიან. 

კომენტარები