სასამართლო სისტემა

ხოშტარია: ქართული ოცნება ცდილობს, რომ ეს "კლანი" თავზე უვადოდ დაგვასვას

ელენე ხოშტარია
ტაბულა

"ძალიან კარგად ჩანს, რომ აბსოლუტურად ყველა, გარდა ქართული ოცნებისა, არის იმის მომხრე, რომ სასამართლო არ ჩავარდეს "კლანის" ხელში," - ამბობს ევროპული საქართველოს წევრი ელენე ხოშტარია.

ხოშტარიას შეფასებით, ყველა განსხვავებული აზრის ოპოზიციური ძალა თუ დამოუკიდებელი დეპუტატები თანხმდებიან, რომ სასამართლო ხელისუფლება "კლანს" არ უნდა ჩაუვარდეს ხელში. მისივე თქმით, ეს არის ის "კლანი", რომელიც წლების განმავლობაში მორჩილებით, ჯალათობითა და მონობით გამოირჩევა.

"ერთადერთი ქართული ოცნება ცდილობს, რომ ეს "კლანი"თავზე უვადოდ დაგვასვას. ამიტომ, არსებობს სხვადასხვა ინიციატივა. ჩვენი ინიციატივის ამოსავალი წერტილი არის ის, რომ ამ "კლანს" არ ჰქონდეს ექსკლუზიური უკონტროლო უფლება, ყველაფერი გადაწყვიტოს. ამას გვეუბნება ევროკავშირი, ამერიკა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. ასევე სხვა ოპოზიციური ძალების კანონები ამ მსოფლმხედველობის არის, მათ შორის, ის, რომელიც ბესელიას გამოაქვს" - ამბობს ხოშტარია.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესთან დაკავშირებით, პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს, სადაც ეკა ბესელიას მიერ მომზადებულ კანონპროექტს განიხილავენ.

კომენტარები