ტარიფები

აშშ ევროკავშირს 11 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე ტარიფების დაწესებით ემუქრება

Getty Images

აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენლობამ ევროკავშირის იმ პროდუქციის სია წარმოადგინა, რომელზედაც აშშ ტარიფების დაწესებას გეგმავს. სიაში შედის, როგორც დიდი ზომის თვითმფრინავები, ასევე რძის პროდუქტები და ღვინო. აშშ-ს ეს ნაბიჯი, აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენლობის განცხადებით, პასუხია ევროკავშირის მიერ Airbus-ის სუბსიდირებაზე, რასაც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ცნობით, აშშ-სთვის დამაზიანებლელი ეფექტი ჰქონდა.

ევროკავშირი და აშშ ათ წელზე მეტია ერთმანეთს Boeing-სა და Airbus-ის არალეგალურ სუბსიდირებას ედავებიან. ორივე მხარეს დაუდასტურდა, რომ ისინი მილიარდობით დოლარ სუბსიდიებს იხდიდნენ, რათა მსოფლიო საავიაციო ბიზნესში უპირატესობა მოეპოვებინათ.

“ჩვენი საბოლოო მიზანია ევროკავშირთან შეთანხმების მიღწევა, რომ შეწყვიტონ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებთან შეუთავსებელი სუბსიდიების გაცემა ავისამშენებლო კომპანიაზე. როცა ევროკავშირი შეწყვეტს ამ საზიანო სუბსიდირებას, აშშ მოხსნის დამატებით ტარიფებს” - განაცხადა აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენლობამ.

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ის შეაფასებდა რამდენად შესაბამისობაში იყო, აშშ-ს მიერ შეთავაზებული მილიარდობით დოლარის ღირებულების სანქციები ევროპილ პროდუქტებზე და ზიანი, რომელიც აშშ-მ მიიღო ევროკავშირის არალეგალური სუბსიდირების პოლიტიკით.

აშშ-ს გამოთვლებით ზიანი 11.2 მილიარდი დოლარია, თუმცა ევროპაში მიიჩნევენ, რომ ეს რიცხვი ძალიან გაზვიადებულია.

აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენლობის განცხადებით საბოლოოდ პროდუქტების სია მას შემდეგ გამოქვეყნდება, როცა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია აშშ-ს მოთხოვნას შეაფასებს. ამ შედეგების გამოქვეყნებას კი ზაფხულში ელიან.

ტარიფების დაწესების მუქარა აშშ-სა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის ესკალაციის რისკს ქმნის. ევროკომისიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა შესაძლოა მალე საპასუხო ზომებს მიმართოს Boeing-ის საქმესთან დაკავშირებით.

ტარიფების მუქარას ემატება მზარდი სავაჭრო დაძაბულობა დონალდ ტრამპის თეთრ სახლსა და ბლოკს შორის. ტრამპი ფიქრობს დააწესოს თუ არა 25%-მდე ტარიფები ევროპული მანქანების იმპორტზე, რაც გერმანიაში ვნებათაღელვას იწვევს.

წინა წელს აშშ-მ ტარიფები ევროპულ ფოლადსა და ალუმინზე დააწესა. ევროკავშირმა ამაზე 3 მილიარდ დოლარიანი ტარიფებით უპასუხა, რაც ძირითადად მოტოციკლებს, ფორთოხლი წვენს, ბურბონს, მიწისთხილის კარაქს, სიგარეტსა და ჯინსის ქსოვილს შეეხო.

აშშ-სა და ევროკავშირს შორის სავაჭრო ბრუნვა წლიურად 1 ტრილიონ დოლარზე მეტ შეადგენს. თუმცა ევროპას ექსპორტზე აშშ-ში უფრო მეტი საქონელი გააქვს, ვიდრე პირიქით.

ევროკავშირის ქვეყნების ეკონომიკები უკვე განიცდიან ზეწოლას, ახალი ტარიფები კი სიტუაციას გააუარესებს. ევროკომისიამ თებერვალში ამ წლის 1.5%-იანი ზრდა დააპროგნოზა. ზრდის შემცირების ერთ-ერთ მიზეზად  “სავაჭრო პოლიტიკასთან დაკავშირებული გაურკვევლობა ” დასახელდა.

კომენტარები