სასამართლო სისტემა

ზარდიაშვილი: საზოგადოება უკვე დაიღალა ბესელიობანათი

რუსთავი 2

ქართული ოცნების დეპუტატი ვანო ზარდიაშვილის თქმით, ეკა ბესელიას განცხადება, რომ საქართველოს ახალ კონსტიტუციაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თაობაზე ჩანაწერი მიხეილ ჩინჩალაძის ინიციატივით გაკეთდა სიცრუეა.

"ეკა ბესელიას განცხადება არის აბსურდული, რადგან კონსტიტუციასთან მიმართებით ერთპიროვნულ განცხადებას ვერავინ მიიღებს. კონსტიტუციას თავისი მიღების წესი აქვს, ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღება არის გამორიცხული. მოსამართლეთა კანდიდატების წარდგენის უფლება ექსკლუზიურად იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აქვს და ამ პროცესში ნებისმიერი სხვა სახელისუფლებო შტოს ჩარევა კონსტიტუციით იკრძალება - ეს არის ხელისუფლების დანაწილების მთავარი პრინციპი." - ამბობს ვანო ზარდიაშვილი.

მისი თქმით, ეკა ბესელიას განცხადებებზე კომენტარის გაკეთებას აღარ აპირებს, რადგან საზოგადოება "დაღლილია ბესელიათი.

"ეკა ბესელიას კომენტარებზე ვაკეთო კიდევ დამატებით კომენტარებს არ ვაპირებ, რადგან საზოგადოება უკვე ბესელიობანათი დაიღალა. შესაბამისად არ ვაპირებ, მის კომენტარებზე კომენტარების კეთებას." - თქვა ზარდიაშვილმა.

"ეკა ბესელიას განცხადება არის აბსურდული, რადგან კონსტიტუციასთან მიმართებით ერთპიროვნულ განცხადებას ვერავინ მიიღებს. კონსტიტუციას თავისი მიღების წესი აქვს, ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღება არის გამორიცხული. მოსამართლეთა კანდიდატების წარდგენის უფლება ექსკლუზიურად იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აქვს და ამ პროცესში ნებისმიერი სხვა სახელისუფლებო შტოს ჩარევა კონსტიტუციით იკრძალება - ეს არის ხელისუფლების დანაწილების მთავარი პრინციპი." - ამბობს ვანო ზარდიაშვილი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესთან დაკავშირებით, პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს, სადაც ეკა ბესელიას მიერ მომზადებულ კანონპროექტს განიხილავენ.

კომენტარები