საპატრიარქო

პატრიარქი ბიძინა ივანიშვილს შეხვდა

0 კომენტარი

კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. 

ინფორმაციას ამის შესახებ საპატრიარქოს ვებგვერდი ავრცელებს. 

საპატრიარქოს ცნობით, პატრიარქმა ივანიშვილი მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად მიიღო. 

"სხვა საკითხებთან ერთად საუბარი შეეხო ხალხის პრობლემებს და, საერთოდ, ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას. ბ-ნ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, სახელმწიფო ხელს შეუწყობს უმუშევართათვის სამუშაო ადგილების შექმნას და კვალიფიციური კადრების მომზადებას, რომელთაც სურვილის შემთხვევაში უცხოეთშიც ლეგალური დასაქმების შესაძლებლობა ექნება,"- წერია საპატრიარქოს განცხადებაში. 

საპატრიარქოს ცნობით, შეხვედრაზე "ასევე აღინიშნა", რომ ნებისმიერი სახელმწიფოსთვის და მით უმეტეს საქართველოსთვის ოჯახის სიმტკიცის დაცვასა და მომავალი თაობის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. 

"სასიხარულოა, განათლების სფეროს ქვეყნისთვის პრიორიტეტულად გამოცხადება და ამ მიმართულებით დიდი სახსრების გაღება; და რომ პირველ რიგში აუცილებელია პედაგოგების ავტორიტეტის ამაღლება, ხელფასების გაზრდა და სასკოლო პროგრამების დახვეწა,"- წერია განცხადებაში. 

საპატრიარქოს ცნობით, ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ ის მზადაა, სრულად დააფინანსოს სამეფის ტაძრის მოხატვა. 

"შეხვედრის დასასრულს კათოლიკოს-პატრიარქმა დალოცა ბ-ნი ბიძინა ივანიშვილი და წარმატებები უსურვა".

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები