საპატრიარქო

საპატრიარქო: შეხვედრაზე ივანიშვილმა თქვა, რომ მზადაა დააფინანსოს სამების ტაძრის მოხატვა

0 კომენტარი
ფოტო: საპატრიარქო

საპატრიარქოს ცნობით, ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა პატრიარქთან შეხვედრის დროს თქვა, რომ ის მზად არის, სრულად დააფინანსოს სამების ტაძრის მოხატვა. 

კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია II-მ, 11 აპრილს ივანიშვილი მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად საპატრიარქოში მიიღო. 

"სხვა საკითხებთან ერთად საუბარი შეეხო ხალხის პრობლემებს და, საერთოდ, ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას. ბ-ნ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, სახელმწიფო ხელს შეუწყობს უმუშევართათვის სამუშაო ადგილების შექმნას და კვალიფიციური კადრების მომზადებას, რომელთაც სურვილის შემთხვევაში უცხოეთშიც ლეგალური დასაქმების შესაძლებლობა ექნება,"- წერია საპატრიარქოს განცხადებაში. 

საპატრიარქოს ცნობით, შეხვედრაზე "ასევე აღინიშნა", რომ ნებისმიერი სახელმწიფოსთვის და მით უმეტეს საქართველოსთვის ოჯახის სიმტკიცის დაცვასა და მომავალი თაობის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. 

"სასიხარულოა, განათლების სფეროს ქვეყნისთვის პრიორიტეტულად გამოცხადება და ამ მიმართულებით დიდი სახსრების გაღება; და რომ პირველ რიგში აუცილებელია პედაგოგების ავტორიტეტის ამაღლება, ხელფასების გაზრდა და სასკოლო პროგრამების დახვეწა,"- წერია განცხადებაში. 

"შეხვედრის დასასრულს კათოლიკოს-პატრიარქმა დალოცა ბ-ნი ბიძინა ივანიშვილი და წარმატებები უსურვა".

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები