შალვა შავგულიძე

თეა წულუკიანი შალვა შავგულიძეზე: მე ვეთანხმები ბატონ ბიძინას

იმედი

თეა წულუკიანის თქმით, ის შალვა შავგულიძის საკითხთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილს ეთანხმება. 

იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ შალვა შავგულიძის ევროპულ საქართველოსთან ალიანსში ნახვისას "ძნელია, დამალო გაოცება". 

"მე ვეთანხები ბატონ ბიძინას, რა თქმა უნდა იმაში, რომ ძნელია დამალო გაოცება, როდესაც ბატონ შავგულიძეს ხედავ ე.წ. „ნაცებთან“ და მოდით, არავინ არ დამიწყოს იმის მტკიცება, რომ „ევროსაქი“ „ნაცი“ არ არის და „ნაცი“ „ევროსაქი“ არ არის. ეს არის ერთი და იგივე პოლიტიკური წარმოშობის, მენტალიტეტის და იდენტობის პოლიტიკური ჯგუფი და მათთან ერთად რომ ჩვენ დღეს ვხედავთ ბატონ შალვას, დიახ, ვეთანხმები ბატონ ბიძინას, ეს არის გასაოცარი". 

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა შავგულიძე მას შემდეგ გააკრიტიკა, რაც ის ევროპულმა საქართველომ და თავისუფალმა დემოკრატებმა მთაწმინდის მაჟორიტარულ ოქლში თავიანთი ბლოკის კანდიდატად დაასახელეს. 

9 აპრილს ტვ იმედან ინტერვიუში ივანიშვილმა სანდრო გირგვლიანის საქმეში ლევან მურუსიძის გასამართლებლად თქვა, რომ მურუსიძე საქმეს პირველ ინსტანციაში ვერ დააბრუნებდა, რადგან გირგვლიანის ოჯახის ადვოკატმა, შალვა შავგულიძემ, საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენი სააპელაციო სასამართლოს ნაცვლად, უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა.

ივანიშვილმა ასევე თქვა: "აი ეს არის პარადოქსი ჩვენთვის რომ დღეს საზოგადოებაში შავგულიძე ასოცირდება როგორც გმირი, რომელმაც დაიცვა გირგვლიანების ოჯახი და მურუსიძე ასოცირდება როგორც მკვლელი'. 

რა თქვა შალვა შავგულიძემ ივანიშვილის განცხადებების პასუხად, წაიკითხეთ აქ. 

კომენტარები