ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ნაციონალური მოძრაობის პრესსამსახურის უფროსი და ზუგდიდის საკრებულოს წევრი დააკავეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის საკრებულოს წევრი ანა წითლიძე და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გიორგი პატარაია დააკავეს. ასევე დაკავებულია ზუგდიდის საკრებულოს წევრი მანუჩარ ჩხეტია. 

როგორც ტაბულას პარტიაში უთხრეს, ზუგდიდში, სოფელ ნარაზენში გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი საარჩევნო შეხვედრებს მართავდა.

პარტიაში ამბობენ, რომ ოპოზიციის გადაადგილებას დაუდგენელი პირები უთვალთვალებდნენ.

ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლები შეეცადნენ, გაერკვიათ, ვინ იყვნენ უცნობი პირები. ვითარების განსამუხტად ადგილზე მისულმა პოლიციელებმა კი მხოლოდ ოპოზიციის წევრები დააკავეს. მათ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან. 

ტაბულას შსს-ში უთხრეს, რომ ინფორმაციას აზუსტებენ და დაუკავშირდებიან. თუმცა, მას შემდეგ ზარს არ პასუხობენ. 

კომენტარები