რომის პაპი ფრანცისკე

პაპი ფრანცისკე სამხ. სუდანის დაპირისპირებულ ლიდერებს მშვიდობის თხოვნით ფეხზე ემთხვია

სულიერი შეკრების დასასრულს, რომელსაც სანტა-მარიას სახლში სამხრეთ სუდანის ორი დაპირისპირებული პოლიტიკოსიც ესწრებოდა, პაპ ფრანცისკის მოულოდნელმა ჟესტმა ყველა გააოცა.

მან მუხლებზე დაიჩოქა, რათა ემთხვია ორი ლიდერისთვის, რომლებმაც ქვეყანა სამოქალაქო ომამდე მიიყვანეს. პაპმა ფრანცისკმა მათ სთხოვა "სულით და ყველაზე ღრმა გრძნობებით", შეენარჩუნებინათ სიმშვიდე.

სულ ცოტა ხნის წინ ამ დაპირისპირებულ მხარეებს შორის გაფორმდა ზავი. მაისიდან კი ჩამოყალიბდება დროებითი მთავრობა, რომლის შემადგენლობაშიც ორივე ლიდერი მოხვდება.

 

კომენტარები