კიმ კარდაშიანი

კიმ კარდაშიანის თქმით, ის სამართალს სწავლობს, რათა ადვოკატი გახდეს

კიმ კარდაშიანი

კიმ კარდაშიანმა ჟურნალ ვოგთან ინტერვიუში თქვა, რომ ის სწავლობს, რათა ადვოკატი გახდეს და 2022 წელს გამოცდები ჩაააბროს.

ცოტა ხნის წინ, რეალითი შოუს ვარსკვლავმა 4-წლიანი სწავლების პროგრამა დაიწყო სან ფრანცისკოში არსებულ საადვოკატო ფირმაში.

"მე დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი. თეთრ სახლში დამიძახეს, რათა რჩევები მიმეცა და დავხმარებოდი პატიმრების შეწყალების სისტემის შეცვლაში. რუზველტის ოთახში ვიჯექი, მოსამართლეებთან და სხვა, ძალაუფლების მქონე ადამიანებთან ერთად და ვფიქრობდი, "ჯანდაბა, მე მჭირდება რომ ვიცოდე მეტი", - თქვა კიმ კარდაშიანმა.

კიმ კარდაშიანის მამა რობერტ კარდაშიანი ძალიან ცნობილი ადვოკატია, ის ოჯეი სიმფსონის დაცვის გუნდში იყო.

"საქმეს ერთი ადამიანი არასდროს არ აკეთებს, ეს ყოველთვის კოლექტიურად ხდება. მე ყოველთვის ვიცოდი ჩემი როლის შესახებ, მაგრამ ვიგრძენი რომ იმ ადამიანებისთვის ბრძოლა მინდა, რომლებმაც შეასრულეს თავისი ვალდებულებები საზოგადოების წინაშე", - თქვა კიმ კარდაშიანმა.

ზაფხულში კარდაშიანმა გამოცდა უნდა ჩააბაროს, რისი შედეგების მიხედვითაც გადაწყდება გააგრძელებს თუ არა შემდეგი სამი წელი სამართლის სწავლას.

"ჩემს პირველ ტესტში 100 ავიღე, ძალიან ადვილი იყო ჩემთვის".

კომენტარები