Game of thrones

რა დაჯდა GAME OF THRONES-ის მერვე სეზონის სერიების გადაღება?

ალბათ, არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ Game of Thrones-ის გადაღება საკმაოდ ძვირი ჯდება, განსაკუთრებით კი ფინალური სეზონის.

ჟურნალ Variety-ს ცნობით, მერვე სეზონის თითოეული სერიის გადაღება HBO-ს 15 მილიონი დოლარი დაუჯდა, რაც რეკორდულად მაღალი თანხაა.

სერიალის გადაღება 2011 წელს დაიწყო და მაშინ, პირველი სეზონისთვის მხოლოდ 60-70 მილიონი დოლარი იყო გამოყოფილი, ანუ თითო სერია 6-7 მილიონი დოლარი ჯდებოდა. თუმცა, უკვე მეორე სეზონის გადაღებისას პროდუსერებმა HBO-ს თხოვეს, რომ მეტი  ფული მიეცათ.

"ტელევიზიაში ბევრი ფულია. ეს თხოვნა ბევრს ნიშნავდა HBO-თვის და ისინი მიხვდნენ, რომ მნიშვნელოვანი იყო", - თქვა სერიალის ერთ-ერთმა შემქმნელმა დ.ბ უაისმა.

მაგალითად, მეექსვე სეზონის თითოეული სერიის გადაღება 10 მილიონი დოლარი დაჯდა. თუმცა მხოლოდ "ნაბიჭვრების ბრძოლა", რომელსაც 600 მსახიობი, 500 დამატებითი ადამიანი და 25 დღე დასჭირდა გადასაღებად, HBO-ს ბევრად მეტი დაუჯდა ვიდრე 10 მილიონი.

კომენტარები