ბათუმის საკრებულო

ბათუმის საკრებულოში ენმ-სა და ოცნების დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

პირველი არხი

ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ენმ-სა და ქართული ოცნების დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება დღევანდელ სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს მოჰყვა. 

ბათუმის საკრებულოს წევრმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან მირდატ ქამადაძემ სხდომაზე თქვა, რომ მერიის აიპებ-ისა და შპს-ებისგან დასაქმებულთა შესახებ საჯარო ინფორმაციას, გამოთხოვის მიუხედავად, ვერ იღებენ. ოპოზიცია ვარაუდობს, რომ აიპებ-ში ადამიანები ნეპოტიზმით არიან დანიშნულები და სწორედ ამიტომ არ გასცემენ საჯარო ინფორმაციას მათ შესახებ. 

საკრებულოს წევრი ქართული ოცნებიდან ნატალია ზოიძე კი ამბობს, რომ სია ელექტრონულად გადაცემულია და ოპოზიცია ოპერსონალურ ინფორმაციას ითხოვს, რასაც ვერ გასცემენ. 

სწორედ ამ განცხადებებს მოჰყვას სიტყვიერი დაპირისპირება, რაც შემდეგ ჩხუბში გადაიზარდა.

კომენტარები