SpaceX

SpaceX-მა Arabsat-ის სატელიტი გაუშვა, Falcon Heavy-ს სამივე ბუსტერი წარმატებით დაეშვა [Video]

ილონ მასკის კომპანიამ SpaceX-მა პირველი კერძო შეკვეთა შეასრულა. მათ ორბიტაზე საუდის არაბეთში არსებული ფირმის, Arabsat-ის სატელიტი გაუშვეს.

სატელიტი ორბიტაზე რაკეტა Falcon Heavy-მ გაუშვა. გაშვების შემდეგ რაკეტის სამივე ბუსტერი წარმატებით დაეშვა დედამიწაზე, რაც მათ ხელახლა გამოყენებას ხდის შესაძლებელს.

ორი ბუსტერი ფლორიდაში, ხოლო ერთი, მოგვიანებით, ოკეანეში განთავსებულ სპეციალურ პლატფორმაზე დაეშვა.

პირველი მსგავსი გამოცდა კომპანიამ გასული წლის თებერვალში ჩაატარა. მაშინ რაკეტამ ორბიტაზე მასკის კიდევ ერთი კომპანიის, Tesla-ს მანქანა გაუშვა და დედამიწაზე ორი ბუსტერი დაუზიანებლად დაბრუნდა.

იმის გამო, რომ კომპანიას რაკეტის ნაწილების ხელახლა გამოყენება შეუძლია, კოსმოსური ფრენების ხარჯი საგრძნობლად მცირდება. კომპანიამ უკვე გააფორმა კონტრაქტები აშშ-ის საჰარო ძალებთან.

სატელიტის გაშვება, ისევე როგორც ბუსტერების დაჯდომა პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

 

კომენტარები