ფეხბურთი

AS Roma-მ გულშემატკივარს, რომელმაც დაწერა "ამ გოლს მეც გავიტანდი" სთხოვა ეს დაემტკიცებინა [Video]

საფეხბურთო კლუბმა რომამ გულშემატკივარი სახელად მარკო, რომელმაც სოციალურ ქსელში კლუბის ფეხბურთელის მიერ გატანილი გოლის ვიდეოზე დაწერა - "ამ გოლს ხომ მეც გავიტანდი", სტადიონზე წაიყვანა და სთხოვა დაემტკიცებინა, რომ მსგავსი გოლის გატანა მართლაც შეეძლო.

მას კლუბის მაისურიც გადასცეს და საგოლე მომენტიც გაიმეორეს, თუმცა მარკომ ნათქვამის შესრულება ვერ შეძლო და აღიარა, რომ ეს კომენტარი არ უნდა დაწერა.

ნახეთ კლუბის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო.

კომენტარები