ჩხუბი ბათუმის საკრებულოში

ტერენტი გრანელი პოეტი იყო თუ პროზაიკოსი - ბათუმის საკრებულოში დღეს მეორედ იჩხუბეს

ბათუმის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დღეს უკვე მეორედ დაუპირისპირდნენ. ამჯერად კამათი ტერენტი გრანელის ბიუსტის დადგმის საკითხს მოჰყვა, რაც ერთმანეთის ცემაში გადაიზარდა. 

განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი პატარაძემ ტერენტი გრანელს პროზაიკოსი უწოდა, რის შემდეგაც ოპოზიციამ მოითხოვა დაეზუსტებინა უმრავლესობას გრანელი პროზაიკოსი ჰგონიათ თუ პოეტი. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

ბათუმის საკრებულოს დეპუტატებმა დღეს დილითაც იჩხუბეს. ენმ-ის წევრები უმრავლესობას ადანაშაულებდნენ, რომ აიპებ-ისა და შპს-ებში დასაქმებული ადამიანების სიას არ გასცემენ, რადგან ნეპოტიზმით ჰყავთ ხალხი დასაქმებული, უმრავლესობა ბრალდებებ უარყოფდა და სიტყვიერი დაპირისპირება ჩხუბში გადაიზარდა.

კომენტარები