ემოციური შეხვედრა მესისთან

"მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდის დედა ლიონელ მესის გასახდელთან დახვდა (ვიდეო)

ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში, "მანჩესტერ იუნაიტედისა" და კატალონიის "ბარსელონას" მატჩის შემდეგ, ინგლისელთა ფორვარდის - რომელუ ლუკაკუს დედა ადოლფინე ბარსელონას კაპიტან ლიონელ მესის "ოლდ ტრაფორდის" ფოიეში დახვდა.

ბელგიელი თავდამსხმელის დედა მესის გასახდელთან ელოდებოდა. როცა არგენტინელი გამოჩნდა, ადოლფინემ მასთან ჩახუტების შანსი ხელიდან არ გაუშვა...

კომენტარები