facebook

რუსეთში მომრიგებელმა სასამართლომ FACEBOOK ინფორმაციის არგადაცემის გამო 3 000 რუბლით დააჯარიმა

0 კომენტარი

რუსეთში მოსკოვის ტაგანსკის რაიონის მომრიგებელმა სასამართლომ სოციალურ ქსელ Facebook-ს 3 000 რუბლის ოდენობის ჯარიმა გამოუწერა. 

ამის მიზეზი ის გახდა, რომ სოციალური ქსელი უარს ამბობს შეინახოს რუსეთში მცხოვრები მოქალაქეების მონაცემები და, შესაბამისად, სამართალდამცავებს არ გადასცემს მას. 

Facebook-ის ახალი პოლიტიკის მიხედვით, რომელზეც დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა, 7 მარტს გამოქვეყნებულ ბლოგ-პოსტში ისაუბრა, ისეთ ქვეყნებში, სადაც ადამიანის უფლებები დაცული არ არის, კომპანია მომხმარებლების მონაცემებს არ შეინახავს. ასეთ ქვეყნებში რუსეთიც მოხვდა. 

როგორც რუსული მედია წერს, Facebook-ის წარმომადგენლები სასამართლო სხდომაზე არ მისულან. 

ანალოგიური "დარღვევისთვის" სასამართლომ 5 აპრილს Twitter-იც დააჯარიმა 3 000 რუბლის ოდენობით. 

3 000 რუბლი ყველაზე დაბალი ჯარიმაა, რომელსაც ითვალისწინებს კანონი სამართალდამცავი ორგანოებისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე უარის თქმის შესახებ. 

2016 წელს იმის გამო, რომ კომპანიამ რუსეთში მცხოვრები მოქალაქეების ინფორმაციის შენახვაზე უარი განაცხადა, ქვეყანაში LinkedIn დაბლოკეს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, რომლებმაც საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდს", ბურდღუნიჩას მიმართეს - VIDEO

კომენტარები