კომიკოსის გარდაცვალება

ინგლისში კომიკოსი სცენაზე გარდაიცვალა, ეს კი ხალხს პერფორმანსის ნაწილი ეგონა

იან კოგნიტო

ინგლისის ქალას ბიჩესტერში, 60 წლის კომიკოსი იან კოგნიტო სთენდ-აფის დროს გარდაიცვალა, ეს კი ხალხს მისი პერფორმანსის ნაწილი ეგონა.

დამსწრეების თქმით, კომიკოსი სკამზე დაჯდა და რამდენიმე წუთის განმავლობაში გაჩუმდა, მათ ეს სთენდ-აფის ნაწილი ეგონათ, სინამდვილეში კი იან კოგნიტო ცუდად იყო.

"სკამზე დაჯდომამდე 10 წუთით ადრე ის გულის შეტევაზე ხუმრობდა, მან თქვა "წარმოიდგინეთ, გქონდეთ გულის შეტევა და გაიღვიძოთ როგორც უელსელმა",- თქვა ერთ-ერთმა დამსწრემ.

იან კოგნიტოს გულის პრობლემები ჰქონდა და სავარაუდოდ მისი გარდაცვალების მიზეზი ეს გახდა.

"ჩვენ ძალიან ცუდად ვიგრძენით თავი, რადგან ის სკამზე იჯდა, ჩვენ კი ხუთი წუთის განმავლობაში მასზე ვიცინოდით, ვიფიქრეთ რომ პერფორმანსის ნაწილი იყო", - თქვა ერთ-ერთმა დამსწრემ.

მას შემდეგ, რაც თანამშრომლები მიხვდნენ რომ იან კოგნიტო ცუდად იყო, ხალხს აუდიტორიის დატოვება მოთხოვეს და სასწრაფო დახმარება გამოიძახეს.

სასწრაფოს თანამშრომლებმა დაადასტურეს რომ კომიკოსი სცენაზე გარდაიცვალა.

კომენტარები