უკრაინა

ლონდონში უკრაინის საელჩოსთან ელჩის მანქანას პირი საკუთარი ავტომობილით განზრახ დაეჯახა

Reuters

ლონდონში უკრაინის საელჩოს პარკინგზე ელჩის მანქანას პირი საკუთარი ავტომობილით ორჯერ დაეჯახა. ელჩის მანქანა იმ დროისათვის ცარიელი იყო. როგორც საელჩოს წარმომადგენლები ამბობენ დაჯახება განზრახ მოხდა და მათ პოლიცია გამოიძახეს.

პოლიციის განცხადების მიხედვით ადგილზე მისვლის შემდეგ მანქანა მათკენ დაიძრა, რის გამოც ცეცხლი გახსნეს. მათ 40 წლის პირი დააკავეს. ის არ დაშავებულა. უცნობია მისი ქმედების მოტივი, თუმცა პოლიციის განცხადების მიხედვით შემთხვევა ტერორისტული თავდასხმა არ არის.

კომენტარები