ტყის ხანძრები

ოზურგეთის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

ოზურგეთში, სოფელი შემოქმედში, ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. დაშავებულები არ არიან.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია ეკალ-ბარდი და ტყის ქვედა საფარი - ჯამში 30 ჰექტარი ფართობი.

რთული რელიეფის გამო, ადგილზე სახანძრო ტექნიკასთან ერთად მობილიზებული იყო მეხანძრე-მაშველების დამატებითი ძალები. დასახმარებლად ბრიგადები გამოიძახეს სამეგრელოდან და აჭარიდან.

"რთული რელიეფის გამო, ადგილზე სახანძრო ტექნიკასთან ერთად მუშაობდა 70 მეხანძრე-მაშველი", - აღნიშნავენ უწყებაში.

ცეცხლის ქრობის პროცესი მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა.

ხანძრის გაჩენის მიზეზებზე მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები