მცხეთის ჯვრის მონასტერი

"რა დისკოთეკას მართავ!"- ბორის გრებენშიკოვს ჯვრის მონასტერთან მღვდელმა დაკვრა შეაწყვეტინა

სასულიერო პირმა რუს როკ-მუსიკოსს, ბორის გრებენშიკოვს ჯვრის მონასტერთან დაკვრა შეაწყვეტინა.

ცნობილი ჯგუფის აკვარიუმის ტურ-მენეჯერმა პიოტრ სვენშიკოვმა Facebook-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჯგუფის წევრები მცხეთაში, ჯვრის მონასტერთან უკრავენ და მღერიან, რა დროსაც სასულიერო პირი ყვირილით გამოდის და მუსიკოსებს დაკვრას აწყვეტინებს. 

"დაკვრას დაანებე, გადაიყვანე, გააჩერეთ! რა კონცერტებს მართავ ეკლესიის ეზოში, რა დისკოტეკას მართავენ. გედეიყვანე გადაღმა, ცნობილი წაიყვანე სადაც გინდა!"- ასე ყვირილით მიმართა კაცმა ქალს, რომელმაც სცადა ის დაემშვიდებინა. 

ცნობილი რუსული როკ-ჯგუფი თბილისში კონცერტს 14 აპრილს გამართავს.  

კომენტარები