ტაილანდი

ტაილანდის ტურისტული ვიზის აღება უკვე საზღვარზეა შესაძლებელი 

2019 წლის 14 აპრილიდან საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ტაილანდის საზღვარზე ტაილანდის ტურისტული ვიზის აღებას 15 დღიანი პერიოდით. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე, რომელიც მიემგზავრება ტაილანდის სამეფოში 15 დღეზე მეტი პერიოდით ესაჭიროება შესაბამისი კატეგორიის ვიზა (ტურისტული, საქმიანი და ა.შ). ვიზა გაიცემა ქ. ანკარაში (თურქეთის რესპუბლიკა)ტაილანდის სამეფოს საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ.

საკონსულოში წარსადგენი საბუთების ზოგადი ჩამონათვალი:

  • სავიზო განაცხადის ფორმა: 
  • მოწვევა;
  • კერძო ვიზიტის შემთხვევაში: მიმწვევის სტატუსის განმსაზღვრელი დოკუმენტები;
  • 1 ბიომეტრიული ფოტო გადაღებული უკანასკნელი 6 თვის მანძილზე;
  • ცნობა დამსაქმებლისგან ინგლისურად ნათარგმნი და ნოტარიუსის მიერ დამოწმებული(უნდა იქნას მითითებული თანამდებობა, ხელფასი, დასაქმების ხანგრძლივობა, საგარანტიო წერილი დამსაქმებლიდან, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კვლავ დასაქმდებით);
  • პენსიონერი(ცნობა და საპენსიო ანგარიშის ნომერი);
  • მოსწავლე/სტუდენტი( ცნობა სასწავლებლიდან);
  • ფინანსური უზრუნველყოფა (მაგ: ბანკიდან უკანასკნელი 6 თვის ხელფასის ამონაწერი და ა.შ);
  • ბილეთის და სასტუმროს ჯავშანი;
  • არასრუწლოვანის შემთხვევაში (მშბლების თანხმობა შვილის გამგზავრებაზე);
  • პასპორტი მოქმედი შემდეგი 6 თვის მანძილზე;
  • საკონსულო მოსაკრებელი 80 აშშ დოლარი (ერთჯერადი ვიზა)

კომენტარები