სასამართლო სისტემა

ომბუდსმენი კობახიძის კანონპროექტის გამო პარლამენტისთვის მიმართვის ფუნქციას გამოიყენებს 

0 კომენტარი

საქართველოს სახალხო დამცველი აცხადებს, რომ ვინაიდან პარლამენტში ფორსირებულად მიმდინარეობს პროცესი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის წესთან დაკავშირებით, ომბუდსმენმა, პირველად ინსტიტუტის არსებობის მანძილზე, მიიღო გადაწყვეტილება – გამოიყენოს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული კომპეტენცია და მოხსენებით მიმართოს საქართველოს პარლამენტის წევრებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცედურებთან დაკავშირებულ კანონპროექტსა და მასში არსებულ ხარვეზებზე.

მოხსენების შემდეგ, სახალხო დამცველი გამოთქვამს მზადყოფნას უპასუხოს პარლამენტის წევრთა კითხვებს.  

ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებული განცხადებით, პარლამენტში შესაბამისი მოთხოვნის წერილი უკვე გადაგზავნილია. პროცედურის მიხედვით, პარლამენტის ბიურო განსაზღვრავს მოხსენების წარდგენის თარიღს. სახალხო დამცველმა ასევე, მოითხოვა ბიუროს სხდომაზე დასწრება და საპროცესო საკითხების გადაწყვეტილებაში მონაწილეობის მიღება.

ომბუდსმენმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პარლამენტს სურს, მეორე მოსმენითაც მიიღოს ე.წ კობახიძის კანონპროექტი, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის წესს გულისხმობს და რომელიც მმართველი გუნდის გარდა, ყველა პოლიტიკური ძალისთვის, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისთვის მიუღებელია. 

თავდაპირველად მმართველმა გუნდმა გამოთქვა პოზიცია რომ კანონპროექტს მეორე მოსმენით არ მიიღებდნენ ვენეციის კომისიის მოსაზრების მიღებამდე. 

თუმცა, დღეს, 15 აპრილს, პარლამენტის იურიდიულ კომიტეტზე ე.წ კობახიძის კანონპროექტს განიხილავენ. მმართველ გუნდს სურს, რომ მას კენჭი ვენეციის კომისიის დასკვნის მიღებამდე ერთი დღით ადრე უყარონ.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ანკა ვასაძე

კომენტარები