ეკონომიკა

მარტში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 371.4 მლნ ლარი შეადგინა

Forbes Georgia

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2019 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 138.4 მლნ აშშ დოლარი (371.4 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 4.5 პროცენტით (5.9 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2018 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე.


ფოტო: საქართველოს ეროვნული ბანკი

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.6 პროცენტი იმ 17 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ მარტში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 17 ქვეყანაზე გასული წლის მარტში მთელი ფულადი გზავნილების 93.0 პროცენტი მოდიოდა.

2019 წლის მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ 18.5 მლნ აშშ დოლარი (49.7 მლნ ლარი) გადაიგზავნა, წინა წლის მარტში კი საქართველოდან გზავნილები 21.0 მლნ აშშ დოლარს (51.3 მლნ ლარი) შეადგენდა.

კომენტარები