Ebay-ზე ქართველი მხატვრის, ლადო გუდიაშვილის ნახატი 120 000 დოლარად იყიდება.
ინტერნეტგაყიდვების ვებგვერდზე, გუდიაშვილის ნახატს დართული აქვს სერთიფიკატი, რომელშიც ტილოს შექმნის თარიღია მითითებული და აღწერა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ნახატი შესრულებულია ზეთში და ხელოვნების ნიმუშს დაზიანებები არ აღენიშნება.