არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობა

2 არასრულწლოვანი გერის გაუპატიურებაში ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

www.readersride.com

თბილისის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვანი გერების გაუპატიურებაში ბრალდებული გ.ფ დამნაშავედ ცნო და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადებაში აღნიშნულია, რომ გ.ფ წლების განმავლობაში ძალადობის გამოყენებით სექსუალურ კავშირს ამყარებდა ორ არასრულწლოვან გერთან.

"სამართალდამცველებმა გ.ფ თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,138-ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ" და მე-4 ნაწილის "გ" ქვეპუნქტებით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ გაუპატიურება, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა" - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები