ტაქსის მძღოლების პროტესტი

ტაქსის მძღოლები რეგულაციების გასაპროტესტებლად 18 აპრილს ფართომასშტაბიან აქციას გეგმავენ

რუსთავი 2

ტაქსის მძღოლები თბილისის მერიის ინიციატივით შემოღებულ რეგულაციებს ფართომასშტაბიანი აქციით 18 აპრილს გააპროტესტებენ.

ამის შესახებ სადგურის მოედანზე შეკრებილმა ტაქსის მძღოლებმა მედიასთან ისაუბრეს. 

აქციის მონაწილეები რეგიონში მცხოვრებ ტაქსის მძღოლებს მიმართავენ და მოუწოდებენ, რომ 18 აპრილს დაგეგმილ აქციას შეუერთდნენ. 

ტაქსის მძღოლები როგორც ტაქსებით თეთრად გადაღებვას, ასევე ტექინსპექტირებისწელიწადში ორჯერ გავლას და მარჯვენასაჭიანი ტაქსების აკრძალვას აპროტესტებენ. მძღოლები ამბობენ,  რომ ამ რეგულაციების შესრულება ძვირი ჯდება და ეს მათ პრობლემებს შეუქმნის.

მოთხვნით, რომ რეგულაციების ამოქმედება გადაიდოს, ტაქსის მძღოლებმა უკვე გამართეს რამდენიმე აქცია, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის სახლთან. პარალელურად ისინი თბილისის მერთან, კახა კალაძესთან შეხვედრას ითხოვენ, რომელმაც მათ პროტესტს "ლეიბორისტული პარტიის მოთხოვნები" უწოდა და თქვა, რომ მერიამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ რეგულაციები მათთვის ნაკლებხარჯიანი ყოფილიყო. 

კომენტარები