საქართველოს აეროპორტების გაერთიანება

აღდგომასთან დაკავშირებით მესტიის მიმართულებით დამატებითი ავიარეისი დანიშნა

აეროპორტების გაერთიანება

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გადაწყვეტილებით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 2019 წლის 27 აპრილს ნატახტარი - მესტიისა და მესტია - ნატახტარის მიმართულებით დამატებით ავიარეისი დანიშნა.

"შაბათს, ნატახტარის აეროპორტიდან მესტიის მიმართულებით დამატებითი ფრენა 10:00 საათზე შესრულდება, ხოლო მესტიიდან გამოფრენა 12:00 საათზე განხორციელდება", - ამბობენ აეროპორტების გაერთიანებაში.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ticket.vanillasky.ge-ზე.

ზოგადად, ნატახტარის აეროპორტიდან მესტიის მიმართულებით და პირიქით, ფრენები კვირაში ოთხჯერ სრულდება.

კომენტარები