Airbnb

Galt & Taggart: თბილისის Airbnb-ის ბაზარზე ჭარბი მიწოდებაა

0 კომენტარი
ფოტო: Airbnb

Galt & Taggart-ის კვლევის მიხედვით, 2016-2018 წლებში თბილისში Airbnb-ის ბაზარზე მიწოდება 2.5-ჯერ გაიზარდა. 2018 წელს თვიურად 10 000-ზე მეტი შეთავაზება კეთდებოდა.

2018 წელს Airbnb ბინების გაქირავებით მიღებულმა შემოსავალმა 23 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 90.7%-ით აღემატება.

თბილისის Airbnb-ის ბაზარი ჭარბი მიწოდებით ხასიათდება, მიუხედავად ამისა, ზრდა მაინც გრძელდება. მიწოდებასთან ერთად იზრდება მოთხოვნაც, რომელიც 2018 წელს გაორმაგდა, თუმცა არა ისე , რომ მიწოდების ასეთი მაღალი ტემპით ზრდა დააბალანსოს. შედეგად, თვის განმავლობაში ბინების 64% საერთოდ არ იჯავშნება.     

ჭარბი მიწოდება უკავშირდება ამ სექტორიდან მაღალი შემოსავლის მიღების შესაძლებლობებს, თუმცა ასეთი კონკურენციის პირობებში მცირდება მიმწოდებლის საშუალო თვიური შემოსავალი ბინის გაქირავებიდან. 

მოსალოდნელია არაკონკურენტუნარიანი მიმწოდებლების ბაზრიდან გასვლა. ბაზარზე კი , როგორც ამას სხვა ქალაქების მაგალითი გვიჩვენებს, დარჩებიან უმეტესწილად ისეთი მიმწოდებლები, რომლებსაც ერთდროულად რამდენიმე შეთავაზება აქვთ. მათი წილი დღესდღეობით თბილისში 46%-ია, როცა მსგავს ქალაქებში ასეთი მასპინძლების წილი საშუალოდ 58%-ს აღწევს.

თბილისის Airbnb-ის ბაზარი არ არის რეგულირებული, თუმცა მისი წილი საერთო ბაზრის მხოლოდ 11% შეადგენს, რაც ჩამორჩება მაგალითად პარიზის (15%), ამსტერდამის (12%) და სხვა მსგავსი ქალაქების ბაზრებს, რომლებიც მკაცრადაა რეგულირებული.   შესაბამისად, ამ სეგმენტს ზრდის პოტენციალი გააჩნია. ტურიზმის მოსალოდნელ ზრდ ასთან  ერთად, Galt & Taggart-ის პროგნოზით, Airbnb-ის წილი თბილისში ბაზრის 20%-მდე გაიზრდება.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნოე სულაბერიძე

კომენტარები