ამიდნის პროგნოზი

ძლიერი ქარი, წვიმა, ქარბუქი, სეტყვა და თოვლი - როგორი ამინდი იქნება 19 აპრილამდე

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16-18 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია ამინდის პირობების გაუარესება; წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

სინოპტიკოსთა ცნობით, 17-18 აპრილს მოსაოდნელია ჰაერის ტემერატურის მკვეთრი დაცემა, მაღალმთიან ზონაში თოვლი, ზოგან ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა.

საქართველოს მდინარეებზე მოსალოდნელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო პატარა მდინარეებზე წყლის დონემ შესაძლებელოა საშიშ ნიშნულებს მიაღწიოს. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

კომენტარები