უბედური შემთხვევა

ელბაქიძის აღმართზე დაგორებულმა სატვირთო ავტომანქანამ მძღოლის სიცოცხლე იმსხვერპლა

flickr

თბილისში, ელბაქიძის აღმართზე დაგორებულმა სატვირთო მანქანამ მძღოლის სიცოცხლე იმსხვერპლა. როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

უწყების ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს.

კომენტარები