გარემოს დაბინძურება

13 წლის ნადია, რომელსაც "ნაგვის გოგოს" ეძახდნენ, ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა დააჯილდოვა

0 კომენტარი

13 წლის ნადია სპარკს უცნაური ჩვევის გამო აბულინგებდნენ და "ნაგვის გოგოს" ეძახდნენ.
 

ჰელესდონში, ინგლისში მცხოვრები გოგო სკოლისკენ მიმავალ გზაზე დაყრილ ნაგავს აგროვებს და ყრის, რათა "სამყარო უკეთეს ადგილად" აქციოს. საბოლოოდ, 12 აპრილს სპარკსს დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, ტერეზა მეიმ Points of Light-ის ჯილდო გადასცა. 

“Points of Light-ის ჯილდო მას გადაეცემა, ვინც მათ საზოგადოებაში ცვლილებას ახდენს," - განმარტავს მინისტრის ოფისი. ჯილდო ყოველ კვირა გაიცემა და მოხალისეებს გადაეცემათ. 

გოგოსთვის გაგზავნილ წერილში ეწერა:

"შენი "ნაგვის გოგოს" კამპანიით ათასობით მოსწავლეს მოქმედებისკენ მოუწოდებ. პოზიტიური გზავნილი გაქვს, რომ ჩვენს ადგილობრივ გარემოს ყურადღება მივაქციოთ, უნდა ამაყობდე ამ ცვლილებისთვის."

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები