მეტი ქვეყანა იაზრებს რა უარყოფით შედეგებს იწვევს პოლიეთილენის პარკები. ცოტა ხნის წინ, კალიფორნია პირველი შტატი გახდა, სადაც ეს პარკები აიკრძალა, ხოლო ევროპაში 2021 წელს მათ ვერსად ვიხილავთ, მათ შორის საქართველოშიც. ევროპას არც აზია ჩამორჩება - ახლახან ტაილანდის სუპერმარკეტში პოლიეთილენის პარკი ბანანის ფოთლებით ჩაანაცვლეს.
აზიისთვის ფოთოლში გახვეული ტრადიციული საჭმელი უცხო არაა, თუმცა მისი გამოყენება მაღაზიაში უცნაურია. Perfect Homes Chiangmai-იმ ტაილანდში, ჩიანგ მაიში მდებარე მაღაზიის ფოტო სოციალურ ქსელში ატვირთა. მალევე მან 3.5 მილიონი ნახვა და 16 ათასი გაზიარება დააგროვა. ხალხი მათთან ახლოს მდებარე მაღაზიებს თაგავდა და იმავეს გაკეთებისკენ მოუწდებდა.
“როდესაც ჩიანგ მაის პოლიეთილენის პარკების პრობლემაზე ვსაუბრობთ, უნდა ვიცოდეთ, რომ წინ კიდევ გრძელი გზა გველის. თუმცა ეს პოზიტიური ნაბიჯი სწორი მიმართულებით გადაიდგა. ეს ნიშნავს, რომ ერთით ნაკლები პარკი დააბინძრებს გარემოს, დატბორავს წყალსატევს," - ამბობს Perfect Homes Chiangmai.