იდენტური ტყუპები

იდენტური ტყუპები დედის საშვილოსნოში "ჩხუბობენ" [ვიდეო]

ჩინეთში ოთხი თვის ორსული დედის ექოსკოპიაზე გამოჩნდა, თუ როგორ "ჩხუბობენ" იდენტური ტყუპები ერთმანეთთან საშვილოსნოში. ვიდეო მამამ გადაიღო, რადგან სახალისოდ მოეჩვენა, რომ მისი დაუბადებელი გოგოები ერთი შეხედვით ერთმანეთს ეკრივებოდნენ. ჩანაწერმა მალევე მოიპოვა პოპულარობა, ამ მომენტისთვის მას 2.5 მილიონი ლაიქი და 80 000 კომენტარი მოჰყვა.

ისინი მონოქორიონული და მონოამნიონური (მო-მო) ტყუპები არიან, რაც ნიშნავს, რომ მათ ერთი პლაცენტა და ამნიონური პარკი აქვთ, თუმცა ორი დამოუკიდებელი ჭიპლარი. ასეთი ორსულობა სარისკოა, ყველაზე დიდი საშიშროებაა, რომ ჭიპლარები აიხლართება და გაიკვანძება, რაც ნაყოფის სისხლმომარაგებას შეზღუდავს. მომო ტყუპები იშვიათია და ხდება დაახლოებით 35 000 - 60 000 დან 1 ორსულობაში. მათი უმეტესობა ორსულობის 26-ე კვირის შემდეგ ვერ ცოცხლობს.

ნინსიას სამედიცინო უნივერსიტეტის საავადმყოფოს ექიმებმა გადაუდებელი ოპერაცია დაიწყეს მას შემდეგ, რაც შენიშნეს, რომ ერთ-ერთი მათგანის გულისცემის სიხშირე მოულოდნელად დაეცა. ოპერაციის შემდეგ მათ აღმოაჩინეს, რომ მათი ჭიპლარების დიდი ნაწილი გადახლართული იყო. საავადმყოფოს გინეკოლოგიური განყოფილების დირექტორის, ჰე ლინის თქმით, ბავშვები ჯანმრთელები დაიბადნენ. 

 

კომენტარები