პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი

პარიზის ღვთისმშობლის ტაძართან შეკრებილი მოქალაქეები ლოცულობენ და გალობენ - ვიდეო

პარიზის ღვთისმშობლის ტაძართან მოქალაქეები შეიკრიბნენ. ისინი ლოცულობენ და გალობენ.

the guardian წერს, რომ პარიზის არქიეპისკოპოსმა ტაძრის გადასარჩენად მოსახლეობას ლოცვისკენ მოუწოდა და მორწმუნეების შესაკრებად ზარების რეკვის ნებართვა გასცა. 

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი უკვე რამდენიმე საათია იწვის. 

ბოლო ინფორმაციით, მთელი ძალისხმევა ტაძრის ჩრდილოეთის კოშკის გადარჩენისკენაა მიმართული.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, შეიძლება ტაძრის გადარჩენა ვერ მოხერხდეს. 

ხელისუფლების თქმით, სახანძრო ვერტმფრენებს არ გამოიყენებენ, რადგან წყლის მასით შესაძლოა ის კონსტრუქციები განადგურდეს, რომლის გადარჩენის იმედი ჯერ კიდევ არის. 

ტაძრის სამრეკლო მთლიანად ჩამოიშალა.  

კომენტარები