ქურდობის მცდელობა

შსს: დავაკავეთ პირი, რომელიც ფონიჭალაში ჩასარიცხი აპარატის გაქურდვას ცდილობდა

0 კომენტარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, 1989 წელს დაბადებული ი.გ. ქურდობის მცდელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

უწყების თქმით პოლიციამ ბრალდებული ფონიჭალაში იმ დროს დააკავა, როდესაც იგი ლიბერთი ბანკის ჩასარიცხი აპარატის გაქურდვას ცდილობდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირინა პოპიაშვილი

კომენტარები