ავტოავარია

თბილისში მანქანა ხეს შეეჯახა, 16 წლის ახალგაზრდა დაიღუპა

თბილისში მომხდარი ავტოავარიის შედეგად ერთი ახალგაზრდა დაიღუპა. როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, ავარია გუშინ ღამით მოხდა და მანქანაში სულ 4 ადამიანი იყო. უწყებაში ამბობენ, რომ მანქანა ხეს შეეჯახა. გარდაცვლილია 16 წლის ადამიანი. 

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის,უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

კომენტარები