აშშ

კაცი მშობლებს 29 000 დოლარის ღირებულების პორნო კოლექციის განადგურებისთვის უჩივის

INSIDER

აშშ-ის შტატ მიჩიგანში, 40 წლის კაცი მშობლებს უჩივის, რადგან მისი თქმით მათ 29 000 დოლარის ღირებულების პორნო კოლექცია და სექს სათამაშოები გაუნადგურეს.

კაცი მშობლებლთან საცხოვრებლად 2016 წელს განქორწინების შემდეგ გადავიდა და თავისი ვიდეოებითა, ჟურნალებით და სათამაშოებით სავსე 14 ყუთიც გადაიტანა. მან მშობლებთან 2017 წლამდე იცხოვრა - მან მარტო გადასვლიდან 10 თვეში გაიგო რომ თავისი კოლექციებით სავსე 14 ყუთი დაიკარგა.

FOX 17-ის ცნობით კაცი მშობლებისგან მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 87 000 დოლარს ითხოვს.

სასამართლოს დოკუმენტებში შვილისა და მამის იმეილით მიმოწერა მოხვდა, სადაც ჩანს რას ელაპარაკებიან ერთმანეთს ისინი ყუთების განადგურების შემდეგ.

"თუ პრობლემა გქონდათ ჩემს ნივთებთან, ეს უნდა გეთქვათ და მე სხვაგან წავიდოდი, თქვენ კი ჩუმად ქვევა არჩიეთ", - წერს შვილი.

"დამიჯერე, ერთ-ერთი მიზეზი, რატომ გავანადგურე შენი კოლექცია შენივე ფსიქიკური და ემოციური ჯანმრთელობაა. ზუსტად ასევე მოვიქცეოდი ერთი კილოგრამი კოკაინი რომ მეპოვა, იმედია ოდესმე გამიგებ", - პასუხობს მამა.

კომენტარები