France Football-ის უჩვეულო გარეკანი

France Football-ის გარეკანზე მესი და რონალდუ ერთმანეთს კოცნიან

0 კომენტარი

ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემა France Football-მა თავის ოფიციალურ საიტზე ყოველკვირეული ჟურნალის ახალი ნომრერი დააანონსა.

გარეკანზე გამოსახულნი არიან თავდამსხმელები - ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ, რომლებიც ერთმანეთს კოცნიან. მათ მრავალწლიან დუელს ფრანგული გამოცემა წერილს მიუძღვნის.

მათ ორთაბრძოლაზე საკუთარ მოსაზრებას ხრისტო სტოიჩკოვი, ჟან-პიერ პაპენი, ჯეიმი კარაგერი, არიენ რობენი, მარკო ტარდელი და ფილიპ ლამი დააფიქსირებენ.

მესიმ და რონალდუმ ხუთ-ხუთჯერ მოიპოვეს მსოფლიოს ფეხბურთში ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო -"ოქროს ბურთი".

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლადო კახაძე

კომენტარები