აშშ-ჩინეთი

ტრამპი ჩინეთთან სავაჭრო ომზე: ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში მოვიგებთ

დონალდ ტრამპი
Getty Images

15 აპრილს პრეზიდენტმა ტრამპა თქვა, რომ ჩინეთთან სავაჭრო ომიდან აშშ ნებისმიერ შემთხვევაში გამარჯვებული გამოვიდოდა.

“ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში მოვიგებთ. შეთანხმების დადებით ან არდადებით მოვიგებთ,” - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკები უკვე 9 თვეა, რაც სავაჭრო ომში არიან ჩართულები. სავაჭრო ომის შედეგად მილიარდობით დოლარი დაიკარგა და ფინანსური ბაზრები შეირყა.

ტრამპის ადმინისტრაციამ 250 მილიარდი დოლარის ჩინური საქონლის იმპორზე ტარიფები დააწესა, რათა აშშ-ს კომპანიებისთვის ჩინეთის საზიანო პოლიტიკა შეეჩრებინა. აშშ-ს ნაბიჯს ჩინეთმა ამერიკულ საქონელზე დაწესებული ტარიფებით უპასუხა.

აშშ-ს ფინანსთა მინისტრის სტივენ მნუჩინის თქმით, სავაჭრო მოლაპარაკებები უკეთესად მიმდინარეობს, თუმცა ბევრად მეტია გასაკეთებელი, რაც მეტ ძალისხმევას მოითხოვს.

კომენტარები