პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი

ტუსკი: ევროკავშირის 28-ვე სახელმწიფოს მოვუწოდებ კათედრალის აღდგენაში მონაწილობა მიიღონ

0 კომენტარი
დონალდ ტუსკი ფოტო: Reuters

ევროსაბჭოს პრეზიდენტმა ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, რომ კათედრალის აღდგენაში მონაწილეობა მიეღოთ. აღნიშნული ინფორმაცია მან Twitter-ზე გაავრცელა.

“სოლიდარობა ვუცხადებ ფრანგებს. როგორც გდანსკის მოქალაქემ მინდა გითხრათ, რომ ქალაქის 90% განადგურებული და დამწვარი იყო, რაც შემდეგ ხელახლა ააშენეს. თქვენც აღადგენთ თქვენს კათედრალს! სტრასბურგიდან, ევროკავშირის ფრანგული დედაქალაქიდან, 28-ვე სახელმწიფოს მოვუწოდებ მონაწილეობა მიიღონ ამ საქმეში. #NotreDame” - აღნიშნა ევროსაბჭოს პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი გუშინ გაჩნდა. მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია. მეხანძრეებმა 850 წლის გოთიკური კათედრალის ქვის მთავარი სტრუქტურის, მათ შორის ორი კოშკის გადარჩენა მოახერხეს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა პირობა დადო, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს აღადგენენ.

ფრანგმა მილიარდერმა ფრანსუა ჰენრი პინომ განაცხადა, რომ ტაძრის აღსადგენად ის და მისი ოჯახი 100 მილიონ ევროს გამოყოფდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები