პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი

უმდიდრესმა ფრანგმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად 200 მილიონი ევრო გაიღო

0 კომენტარი
ფოტო: The Lima News/fortune

საფრანგეთის უმდიდრესმა მოქალაქემ, ბერნარდ არნომ, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად 200 მილიონი ევრო გაიღო. მულტიმილიარდერი LVMH ჯგუფს ხელმძღვანელობს.

"არნოს ოჯახი და LVMH ჯგუფი იზიარებს ეროვნულ ტრაგედიას და მზად არიან დიდებული კათედრალის, საფრანგეთის, მისი მემკვიდრეობისა და ერთიანობის სიმბოლოს აღდგენაში მონაწილობა მიიღონ," - ვკითხულობთ ოფიციალურ განცხადებაში.

არნო მეორე ბიზნესმენია, ვინც ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. ფრანგმა მილიონერმა ფრანსუა ჰენრი პინომ ტაძრის აღსადგენად 100 მილიონი ევრო გამოყო.

შეგახსენებთ, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი გუშინ გაჩნდა. მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია. მეხანძრეებმა 850 წლის გოთიკური კათედრალის ქვის მთავარი სტრუქტურის, მათ შორის ორი კოშკის გადარჩენა მოახერხეს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა პირობა დადო, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს აღადგენენ.

ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, რომ კათედრალის აღდგენაში მონაწილეობა მიეღოთ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მარნეულში შვიდი სახლის გაქურდვაში ბრალდებულები დააკავეს (Video)

კომენტარები